ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

ტოლერანტობის კვირეული 2015: ტოლერანტობა თავისუფლებაა!
13 November 2015

საქართველოს უნივერსიტეტში, ტოლერანტობის საერთაშორისო დღის ფარგლებში 16 ნოემბრიდან  20  ნოემბრის ჩათვლით მორიგი ტოლერანტობის კვირეული გაიმართება.   კვირეულის ფარგლებში უნივერსიტეტის კამპუსში  ჩატარდება აქტუალური საჯარო ლექციები, რომელსაც ცნობილი და კომპეტენტური ადამიანები წაიკითხავენ.

 ლექციებზე დასწრება თავისუფალია, სტუმრებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი. კვირეულის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება და პერფორმანსი სტუდენტების ჩართულობით. სტუმართა სია მოიცავს საზოგადო მოღვაწეებს, ტელე წამყვანებს, დიპლომატიური  კორპუსის წარმომადგენლებს და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ კვირეულის  ფარგლებში  საქართველოს უნივერსიტეტმა სტუდენტებისთვის და  მე -12 კლასელებისთვის მთელი საქართველოს მაშტაბით გამოაცხადა კონკურსი - „ტოლერანტობა თავისუფლებაა“.  მონაწილეებს უნდა მოეფიქრებინათ სოციალური კამპანია ტოლერანტობასთან დაკავშირებით.  გამარჯვებულს  საქართველოს უნივერსიტეტი გამოუყობს ბიუჯეტს კამპანიის განსახორციელებლად.

საქართველოს უნივერსიტეტმა ტოლერანტობის კვირეულის ტრადიციას გასულ წელს ჩაუყარა საფუძველი, ნიშნად ჰუმანური და ტოლერანტული ღირებულებების პოპულარიზაციისა.  ტოლერანტობის კვირეულის სლოგანია „ტოლერანტობა თავისუფლებაა!”

ტოლერანტობის კვირეულის განრიგი:

16 ნოემბერი - „სიტყვის და თვითგამოხატვის თავისუფლება და ტოლერანტობა“

17 ნოემბერი - „ტოლერანტობა საჭესთან და ქომაგობის დროს“

18 ნოემბერი - „ტოლერანტობის პოლიტიკური კონტექსტი“

19 ნოემბერი - „შეზღუდული შესაძლებლობები და ტოლერანტობა“

20 ნოემბერი -  „გენდერული თანასწორობა“

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი